Belive

ისტორიაში პირველად... - კრიშტიანუ რონალდუსთვის EURO2024 ცუდად მიმდინარეობს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.

საკმაოდ ცუდი მატჩი ჰქონდა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს - კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მხოლოდ ერთადერთხელ შეძლო კარში დარტყმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, კრიშტიანუ რონალდუს კი ჯერჯერობით კვლავ არ აქვს გოლი გატანილი და ეს მისთვის უკვე ანტირეკორდია, კერძოდ - 39 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა, კარიერაში პირველად ვერ შეძლო დიდ საერთაშორისო შეჯიბრებში, ჯგუფურ ეტაპზე გოლის გატანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატით დასრულებული, ყველა შეჯიბრზე ჰქონდა ჯგუფურ ეტაპზე გოლი გატანილი.

რონალდუს ზედიზედ 10 საერთაშორისო შეჯიბრის ჯგუფურ ეტაპზე ჰქონდა გოლი გატანილი, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი კი გამონაკლისი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. მატჩი 1 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები