Belive

ტიერი ანრიმ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად ანტუან გრიზმანს მიიჩნევს:

,,არ უნდა დავივიწყოთ გრიზმანი, რომელიც მუდამ გვახსენებს, რომ შრომა ნიჭია. უდავოა, რომ ის ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია!

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მბაპეზე, იმდენად ხშირად, რომ მისი გაკრიტიკების მომხრეც კი ვარ... მაგრამ, გრიზმანი... შეხედეთ მის პასებსა და გოლებს.

დაასახელეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შეტევაში ოთხივე პოზიციაზე შეეძლოთ თამაში. ისტორიის განმავლობაში ასეთები არც ისე ბევრნი ყოფილან. ანტუანი კი ერთ-ერთი მათგანია!'' - ტიერი ანრი

მიმდინარე სეზონში გრიზმანის ანგარიშზე მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მაისურით ჩატარებულ 38 შეხვედრაში 19 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები