Belive

ტიერი ანრი სალაჰს აკრიტიკებს | "მეც მქონდა ვენგერთან პრობლემა, მაგრამ კლუბის ინტერესებს ვიცავდი"

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მო სალაჰმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გუნდში თავისი როლით, მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობით უკმაყოფილოა. ბრიტანული მედია აქტიურად ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში ეგვიპტელი გუნდს შეიცვლის.

ამ ყველაფერს ლივერპულისგან საინტერესო ნაბიჯი მოჰყვა - მათ ლეგენდარული მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან ამოიღეს და იტალიაში გუნდთან ერთად არ წაიყვანეს.

სალაჰისა და ლივერპულის დაპირისპირებაზე, ტიერი ანრიმ ისაუბრა და ეგვიპტელი ფეხბურთელი გააკრიტიკა.

"პრობლემები მეც ხშირად მქონდა ვენგერთან, გვარდიოლასთანაც... ოდესმე გსმენიათ, რომ ამაზე საჯაროდ მესაუბრა? არასდროს.

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კლუბზე წინ არ დავდექი და ჩემი კლუბების ინტერესები დავიცავი.

ის, რასაც სალაჰი აკეთებს არასწორია და მგონია, რომ ამას მხოლოდ მიზეზად იყენებს - მას კლუბის დატოვება ხმაურიანად სურს და უნდა, რომ თავიდან ბოლომდე კლუბს დააბრალოს ყველაფერი." - ტიერი ანრი

მოჰამედ სალაჰს პრემიერ ლიგაში, ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 45 წუთი მიეცა სათამაშოდ. იგი ვესტ ჰემთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, რის შემდეგაც მან განცხადება გააკეთა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა მისი მდგომარეობა, საუბარს დაიწყებდა.

ამის შემდეგ იგი სანდერლენდთან მატჩში 45 წუთი ათამაშეს, შემდეგ კი ლიდსთან კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს, ამ ყველაფრის შემდეგ კი მან ის განცხადება გააკეთა, რის გამოც მას სჯიან.

შეგახსენებთ, რომ სანამ სალაჰსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის სიტუაციის დაძაბვამდე, ეგვიპტელ ლეგენდას უჩვეულოდ ცუდი სეზონი ჰქონდა - მას 13 პრემიერ ლიგურ თამაშში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები