დანი ოლმო ლაიფციგს დაემშვიდობა - ბარსელონასთან კონტრაქტს კი დღეს გააფორმებს
26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა - დანი ოლმომ, სოციალურ ქსელში "ლაიფციგს" მადლობა გადაუხადა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბი დატოვა.
A young club, a young player... We grew up, won our first trophies and made history together.
— Dani Olmo (@daniolmo7) August 9, 2024
Two Cups and the Super Cup are just some of the many unforgettable moments that'll always stay with me.
Thank you @RBLeipzig , you’ll forever be in my heart.#EinmalLeipzigImmerLeipzig pic.twitter.com/NoJEFbs7Gk
"ახალგაზრდა კლუბი, ახალგაზრდა ფეხბურთელი. ერთად გავიზარდეთ, მოვიგეთ პირველი ტიტულები ერთად და ერთად შევქმენით ისტორია.
ორი თასი და სუპერთასი მხოლოდ რამდენიმეა იმ ბევრი დაუვიწყარი მომენტიდან, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.
გმადლობთ, ლაიფციგი სამუდამოდ დარჩები ჩემს გულში..." - დანი ოლმო
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დანი ოლმო რამდენიმე საათში "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
დანი ოლმო უკვე "ბარსელონაშია" და რამდენიმე წუთში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი კონტრაქტზე ოფიციალურად მოაწერს ხელს და ტრანსფერი გაოფიციალურდება.
დანი ოლმო "ბარსელონასთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კლუბთან კონტრაქტს 2030 წლის ჩათვლით გაახანგრძლივებს.
🔵🔴🏁 Dani Olmo arrives at Camp Nou to sign his six year deal as new Barcelona player.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 9, 2024
🎥 @victor_nahe pic.twitter.com/mmvyrKjta4
შეგახსენებთ, დანი ოლმო "ლაიპციგის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში ბუნდესლიგის 107 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს, ოლმომ "ფურია როხას" მაისური 39 მატჩში მოირგო და 11 გოლი გაიტანა.