Belive

სერხიო რამოსმა რეალს დახმარება შესთავაზა - კლუბმა ლეგენდის დაბრუნებაზე უარი განაცხადა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "სამეფო კლუბის" ლეგენდამ - სერხიო რამოსმა, მის ყოფილ კლუბს მძიმე ტრავმების გამო დახმარება შესთავაზა, თუმცა მადრიდის "რეალმა" იგი უარით გაისტუმრა.

კერძოდ, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდის "რეალის" ლაზარეთი თამაშიდან-თამაშამდე იმატებს, მათ: დავიდ ალაბა, დანი კარვახალი, ედერ მილიტაო და ლუკას ვასკესი ჰყავთ დამტვრეული - სწორედ ამიტომ, სერხიო რამოსმა გადაწყვიტა, რომ მას მადრიდული გრანდისთვის და ყოფილი კლუბისთვის ხელი გაეწოდა, თუმცა ფლორენტიმო პერესმა რამოსთან პირადად ისაუბრა და მკაცრი უარით გაისტუმრა - ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი მადრიდული გამოცემა "Marca" ავრცელებს.

სერხიო რამოსი "სამეფო კლუბში" 2004/2005 წლების სეზონიდან 2021 წლის ჩათვლით თამაშობდა. მან ამ კლუბის მაისურით 671 მატჩი ჩაატარა, სადაც 101 გოლის გატანა და 40 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

38 წლის მცველმა "რეალის" მაისურით 4-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის, 3-ჯერ უეფას სუპერ თასის, 4-ჯერ ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, 5-ჯერ ლა ლიგის, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასის და 2-ჯერ ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა, დანარჩენი კი უბრალოდ ძალიან დიდი ისტორიაა.

"რეალის" დატოვების შემდეგ, სერხიო რამოსი "პსჟ"-ში გადავიდა, მოგვიანებით კი "სევილიაში" დაბრუნდა, რომელიც გასულ სეზონში დატოვა და ახლა 38 წლის მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

გარდა საკლუბო ფეხბურთისა, სანაკრებო დონეზე, სერხიო რამოსს ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი აქვს ჩატარებული და 2-გზის ევროპის ჩემპიონია, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები