"ჩემი ფავორიტი წელს მბაპეა, მან რაც გააკეთა ეს უბრალოდ სიგიჟეა" - ტიერი ანრი
ლეგენდარულმა ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ოქროს ბურთის 30 ნომინანტის გამოცხადების შემდეგ თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა. 49 წლის ვეტერანი გამარჯვების მთავარ ფავორიტად მაინც თანამემულე კილიან მბაპეს ასახელებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ასევე ფრანგ მაიკლ ოლისესაც მოგების კარგი შანსი აქვს.
ეს ისეთი მარტივი გამოსაცნობი არ იქნება, როგორც გასულ წელს. როდესაც მაშინ დემბელეს ვასახელებდი ფავორიტად, ეს ნამდვილად ნათელი იყო ჩემს გონებაში, მაგრამ წელს არჩევანის გაკეთება უფრო რთულია, რადგან რამდენიმე კანდიდატი გამოირჩევა.
ჰარი კეინზე უკეთესი მოთამაშე გერმანიაში გასულ სეზონში მაიკლ ოლისე იყო. კარგი მსოფლიო ჩემპიონატის მიუხედავად, ჯუდ ბელინგემს რეალ მადრიდში კარგი სეზონი არ ჰქონდა, როდრის რაც შეეხება მას ფანტასტიკური მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა, მაგრამ მანჩესტერ სიტისთან ერთად ბევრი არ უთამაშია. ლამინ იამალს კარგი მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად არ ჰქონია. - ტიერი ანრი
ტიერი ანრიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ერლინგ ჰოლანდზეც გაამახვილა ყურადღება, მაგრამ ისინი ფავორიტებში არ დაასახელა. ერთადერთი პარიზელი ვინც დაასახელა სწორედ კვარაცხელიაა, თუმცა ფაქტი, რომ ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობდა ტიერი ანრისთვის ნაკლოვნებად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მას პსჟ-სთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
და ბოლოს, მაიკლ ოლისე, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემს ფავორიტთან, კილიან მბაპესთან - და დიახ ხალხი მეტყვის, რომ მას არაფერი მოუგია და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ისტორიაში ყოფილა ისეთი შემთხვევა როდესაც ფეხბურთელმა ოქროს ბურთი ტიტულების მოგების გარეშე დაისაკუთრა.
როდესაც ხედავ, თუ რას მიაღწია მან ინდივიდუალურად... ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ასევე ვფიქრობ მსოფლიო ჩემპიონატზე (ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდი) და ჩემპიონთა ლიგაზე უკვე გატანილი გოლების რაოდენობაზე. ეს უბრალოდ სიგიჟეა. უბრალოდ მინდოდა ამეხსნა, რომ ბევრი ფეხბურთელია პრეტენდენტი და წელს ადვილი კანდიდატები არ არიან. თუმცა, მე კილიანს ავირჩევდი. - ტიერი ანრი
🇫🇷 "Il n'y a pas de candidats en bois cette année mais je voterais pour Mbappé."
— RMC Sport (@RMCsport) September 9, 2026
Thierry Henry vote Kylian Mbappé Ballon d'Or et argumente son choixhttps://t.co/gw5ecruR5A pic.twitter.com/RncdrAioED