Belive

იამალმა გუშინდელი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანადგომა გამოუცხადა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლამინ იამალმა ურდაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს, თანადგომა გამოუცხადა. გუშინდელმა ტრაგედიამ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა. დაღუპულთა და დაშავებულთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, ოთხშაბათისთვის დაგეგმილი ესპანეთის თასის ყველა მატჩი გადაიდო. ფეხბურთელებმა მომხდარის შედეგად დაზარალებულებს, სამძიმარი გამოუცხადეს. მათ შორის იყო ლამინ იამალიც.

ბარსელონას ვარსკვლავმა ინსტაგრამზე დაწერა: "ვუთანაგრძნობ და მხარდაჭერას ვუცხადებ ურდაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ყველა დაზარალებულს. ყველას გამძლეობას ვუსურვებ".

გუშინ, ესპანეთში, ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

სხვა სტატიები