Belive

ტიერი ანრი ვინისიუსს მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბად მიიჩნევს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთლმა ტიერი ანრიმ ვინისიუს ჟუნიორს მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა გარემარბი უწოდა.

ახალგაზრდა ბრაზილიელი "ჩელსის" წინააღმდეგ საკმაოდ გამორჩული იყო. "რეალმა" მოწინააღმდეგე 2:0 დაამარცხა და საგოლე გადაცემა ორივე შემთხვევაში ვინისიუსმა მიითვალა.

CBS Sports-ზე ჩემპიონთა ლიგის მატჩების დასრულების შემდეგ, ექსპერტები შეხვედრებს განიხილავდნენ, როცა კარაგერმა ანრის შემდეგი კითხვით მიმართა: "არის თუ არა ვინისიუსი მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი?"

"დიახ, ამ მომენტში ასეა. ის მოაზროვნე ფეხბურთელია." - უპასუხა ტიერი ანრიმ.

კარლო ანჩელოტის მმართველობის ქვეშ, ვინისიუსმა სათამაშო ხარისხი აშკარად გამოასწორა. აღსანიშნავია, რომ ვინიმ 2022 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში მერვე პოზიციაზე იყო. მიმდინარე სეზონში კი, 21 გოლი და 16 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები