Belive

"მას 10-დან 8 შემთხვევაში გამოვიძახებდი" - სერ ალექს ფერგიუსონი

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც "წითელი ეშმაკების" საუკეთესო თერთმეტეულში ადგილს აუცილებლად მიიღებდა.

Sunday World-თან საუბრისას "ფერგიმ" საინტერესო რამ გააჟღერა. შოტლანდიელ თავკაცს მისი საუკეთესო გუნდის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:

ხალხი ხშირად მეკითხება ამის შესახებ, მაგრამ საუკეთესო შემადგენლობის დასახელება შეუძლებელია. თავდასხმაში ენდი ქოული, კანტონა, რუუდ ვან ნისტელროი, ოლე, ტედი შერინგემი და კიდევ ბევრი სხვა მყავდა. შემდეგი თაობა კიდევ უკეთესი იყო - რუნი, ვან პერსი, ჩიჩარიტო. როგორ უნდა ავირჩიო?
ნახევარდაცვის არჩევა ალბათ უფრო ადვილი იქნება. როი კინი, რონალდო, ბექჰემი, რაიან გიგსი და სქოულსი. სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ვინც გარანტირებულად მიიღებდა ადგილს დენის ირვინია. მას, 10-დან 8 შემთხვევაში გამოვიძახებდი. ის უშეცდომო იყო. -

შეგახსენებთ, რომ სერ ალექსმა 26-წლიანი მანჩესტერული კარიერის განმავლობაში 13 პრემიერ ლიგა, 5 FA თასი, 4 ლიგის თასი და ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები