კაზემირო: "თუ მესი არ გიყვარს, სხვანაირად ფეხბურთი ვერ გეყვარება..."
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" 31 წლის ნახევარმცველმა - კაზემირომ, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.
"ფეხბურთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაერთინებელია. არ არსებობს ქვეყანა სადაც ფეხბურთი და შესაბამისად მესი არ უყვართ, რადგან თუ გიყვარს ფეხბურთი, აუცილებელია გიყვარდეს მესი, სხვანაირად არ შეიძლება...
როდესაც რეალში ვთამაშობდი, პირადი დავალება მქონდა, რომ ლეო გამენეიტრალებინა. ჩემს კარიერაში არასოდეს ისე არ გამჭირვებია ფეხბურთელთან თამაში, როგორც მესისთან. სოციალურ ქსელში ხშირად იყო საუბარი და ღლიცინი იმაზე, რომ როდესაც მესის წინააღმდეგ ვთამაშობდი, თითქმის სულ ყვითელი ბარათით ვისჯებოდი. არ ვიცი, წარმოუდგენელია მესის სხვანაირად გაჩერება.
შეიძლება იმ მომენტში სხვანაირი ცრუმოძრაობა გაგიკეთოს, მაგრამ როდესაც მიუახლოვდები, სულ სხვა ჩანაფიქრი აქვს და საერთოდ სხვა რაღაცას აკეთებს. ეს მაღალი ინტელექტის დამსახურებაა, რაც მესის გამორჩეულად აქვს".