Belive

ტიერი ანრი: "ჰარი კეინი 2-3 წელია საუკეთესო თავდამსხმელია..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ტიერი ანრიმ, ერლინგ ჰოლანდისა და ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.

ტიერი ანრის აზრით, ჰარი კეინი ბოლო 2-3 წელია დომინირებს და ყველა კომპონენტით იგი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია.

"ყველამ ვიცით თუ როგორი მაგარი ფეხბურთელია ერლინგ ჰოლანდი, რასაც ის საჯარიმოში აკეთებს სრულიად შეუძლებელი და იშვიათია, რადგან მას ყველა ბურთზე თამაში და არარეალური მომენტიდან გოლის გატანა შეუძლია.

თუმცა, ბოლო 2-3 წელიწადია ძალიან ახლოდან ვაკვირდები ჰარი კეინს და ის, რასაც კეინი საჯარიმოს გარეთ აკეთებს ეს ძალიან დასაფასებელი და ფეხბურთელში საუკეთესო თვისებაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ცენტრფორვარდს ეხება.

ის ჩემთვის, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, სრულ თავდამსხმელად ჩამოყალიბდა და ეს ძალიან დასაფასებელია. სწორედ ეს არის ის განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც ჰარი კეინი ჰოლანდს მირჩევნია..." - ტიერი ანრი

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. მან თავი "არსენალში" გამოიჩინა და პრემიერ ლიგაში 175 გოლიც გაიტანა, რის შემდეგაც პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში მე-7 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები