ინგლისს დროებითი მწვრთნელის სტატუსით ლი კარსლი ჩაიბარებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დროებით მწვრთნელად ლი კარსლი დაინიშნა. 50 წლის სპეციალისტი 21-წლამდელთა გუნდიდან დააწინაურეს, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.
როგორც FA იტყობინება, შესაძლოა ლი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დარჩეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ სექტემბრის შემდეგ ახალ თავკაცს ვერ იპოვიან.
Lee Carsley has been appointed interim head coach of the #ThreeLions ahead of the start of our #NationsLeague campaign.
— England (@England) August 9, 2024
კარსლი თავის პირველ შემადგენლობას 29 აგვისტოს დაასახელებს. სანაკრებო პაუზისას 50 წლის სპეციალისტის დებიუტი ირლანდიასთან ერთა ლიგის B-ჯგუფის შეხვედრაში შედგება.
აღსანიშნავია, რომ კარლსის ხელმძღვანელობის ქვეშ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.