Belive

"რეალი პსჟ-სგან ძალიან განსხვავდება" - ფაიზა ლამარი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "რეალში" კილიან მბაპეს მასშტაბური პრეზენტაცია უკვე შედგა. ფლორენტინო პერესმა დიდი ხნის ოცნება აისრულა, თავის კლუბში მბაპე მოიყვანა და ამ დღის აღსანიშნავად გრანდიოზული ღონისძიება დაგეგმა. ბერნაბეუზე 85 000-მა გულშემატკივარმა მოიყარა თავი იმისთვის, რომ ფრანგ ფეხბურთელს შეგებებოდნენ.

კილიანი მადრიდში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და დედამ Le Parisien-თან ესპანეთის დედაქალაქში განცდილ ემოციებზე ისაუბრა.

"რეალ მადრიდი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. სამშაბათს ეს გავნსხვავება ვიგრძენი. რეალი პსჟ-სგან ძალიან განსხვავდება. „პარკ დე პრენსი" არაჩვეულებრივია, მაგრამ როცა "ბერნაბეუზე" ჩადიხარ, დაწესებულების სიდიადეს მაშინვე გრძნობ. - განაცხადა მბაპეს დედამ

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "რეალს" სურს მბაპეს დებიუტი ევროპის სუპერთასის ფინალში, "ატალანტასთან" შედგეს, რომელიც 14 აგვისტოს ვარშავაში გაიმართება.

სხვა სტატიები