Belive

ტიბო კურტუამ მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტიბო კურტუამ რეალთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალაში 2028 წლის ივნისამდე იქნება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება ჯერ კიდევ სექტემბერში შედგა, თუმცა ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი ამ კვირაში მოაწერა. ახალი შეთანხმება 34 წლის მეკარეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" კიდევ ერთი სეზონით დატოვებს. კლუბის ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ბელგიელ მეკარეს ძველი კონტრაქტი რეალთან 2027 წლის ივნისში ეწურებოდა. კურტუას შენარჩუნება მადრიდელებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ბელგიელი კვლავ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფეხბურთელია.

ბელგიელი მეკარე რეალს 2018 წლის აგვისტოში, ლონდონის ჩელსიდან დაახლოებით 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ, მან რეალთან ერთად, სამი ლა ლიგა და ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კურტუას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, როდესაც ლივერპულთან შეხვედრაში, ცხრა სეივი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

კურტუასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მადრიდული კლუბის უფრო ფართო სტრატეგიის ანწილია, რომელიც გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

სხვა სტატიები