"ეს საშინელებაა" - ანტონიო რუდიგერი რეალის უტიტულო პერიოდზე საუბრობს
რუდიგერმა რეალის ბოლო პერიოდის უტიტულო სეზონებით გამოწვეული იმედგაცრუება არ დამალა. გამოცდილმა მცველმა მადრიდულ კლუბში არსებულ ვითარებას საშინელება უწოდა. რეალმა 2024/25 და 2025/26 წლების სეზონები მნიშვნელოვანი ტიტულების გარეშე დაასრულა. ამ წარუმატებლობებს კლუბში სერიოზული ცვლილებები მოჰყვა. 2025 წლის მაისიდან, მადრიდელებმა მთავარი მწვრთნელი სამჯერ შეცვალეს.
"The Athletic"-თან საუბრისას, რუდიგერმა ყურადღება მომავალსა და გუნდის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა. "ორი წელი რეალში ტიტულების გარეშე, ეს საშინელებაა. ჩემი პრიორიტეტი გამარჯვებაა". - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთელმა.
რუდიგერს კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება. ფეხბურთლს მადრიდული კარიერის წარმატებით დასრულება სურს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი წარმატების მიღწევაა. მოურინიოს ხელმძღვანელობით, გუნდის აღდგენის პროცესი უკვე გარკვეულ შედეგებს იძლევა. "სამეფო კლუბი" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ბარსელონას სამი ქულით ჩამორჩება.
🚨🚨 Antonio RÜDIGER 🇩🇪 sur les deux dernières saisons du Real Madrid :
— Actu Foot (@ActuFoot_) November 18, 2026
« DEUX ANS SANS GAGNER AU REAL MADRID, C’EST HORRIBLE.
Ma priorité, c’est de GAGNER. 😤 »
🎙️ The Athletic pic.twitter.com/x6dECfeak1