ტიაგო მოტამ დიდი შანსია იუვე დატოვოს, მისი შემცვლელი ტურინელებმა უკვე მოძებნეს
ტიაგო მოტამ შესაძლოა "იუვენტუსი" დატოვოს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სპორტული გამოცემა Tuttosport აქვეყნებს. ბოლო მატჩში "ატალანტასთან" განცდილი მარცხის შემდეგ (0:4) 42 წლის სპეციალისტი ყურადღების ცენტრშია და მისი გუდნიდან გაშვების საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას. წყაროს ცნობით თუ "იუვენტუსი" მომდევნო ტურში "ფიორენტინასთან" დამარცხდება შესაძლოა ყველაფერი ნათელი გახდეს და ტიაგო მოტამ კლუბი ნაადრევად დატოვოს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის შემცვლელად გამოცდილი სპეციალისტი რობერტო მანჩინი მოიაზრება, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა.
🔥 Mancini-#Juve: il dettaglio che fa la differenza. Motta, convinzione da evitare https://t.co/nPthiTVnut
— Tuttosport (@tuttosport) March 15, 2025
ტიაგო მოტა "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად სეზონის დასაწყისში დაინიშნა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. იტალიელი სპეციალისტის სტატისტიკა ტურინულ გუნდში დანიშვნის დღიდან დღემდე ასეთია - 41 მატჩი: 18 მოგება, 16 ფრე, 7 მარცხი.
"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალიდან "პსვმ" გამოთიშა, ხოლო სერია A-ში ისინი 52 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და მე-5 ადგილოსან "ლაციოს" მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.