Belive

თურქული მედია: "შოთა არველაძე ტრაბზონსპორში ბრუნდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე შესაძლოა "ტრაბზონსპორში" მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კლუბის პრეზიდენტად აჰმედ აღაოღლუს აირჩევენ, ის შოთა არველაძეს კლუბში დააბრუნებს.

თურქეთის სუპერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაში არ არის და საშინაო კედლებში 36-მატჩიანი წაუგებელი სერიაც დაასრულა. რის შემდეგაც გუნდი ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, აბდულაჰ ავჩიმ დატოვა.

რაც შეეხება რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას, ის 25-26 მარტს გაიმართება, რომლისთვისაც კანდიდატურას ოფიციალურად აჰმედ აღაოღლუ 10 მარტს გააკეთებს. მისი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება კლუბში შოთა არველაძის დაბრუნებაა.

50 წლის ქართველი სპეციალისტი გუნდს 2015 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 11 ივლისამდე ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში გამართული 15 შეხვედრიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულეს და 6-ში დამარცხდა.

ფეხბურთელობის პერიოდში შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორის" შემადგენლობაში 123 მატჩში ითამაშა, 79 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა. 1995 წელს არველაძემ თურქეთის თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები