Belive

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ჰატაისპორის თანამშრომელი ემსხვერპლა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სპორტულ სამყაროსაც ტრაგიკულად შეეხო.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის გუნდის "ჰატაისპორის" მშობლიურ ქალაქ ჰატაის მიწისძვრა განსაკუთრებულად შეეხო და გავლენა თავად საფეხბურთო გუნდზეც იმოქმედა.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჰატაისპორის" ადმინისტრაციის წევრი, ონურ აკდენიზი დაიღუპა, რომელიც კლუბში ფორმებსა და ეკიპირებაზე ზრუნავდა.

რაც შეეხება თავად საბა ლობჟანიძეს, ის უკვე საქართველოში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

მიწისძვრას, რომელიც 7.7 მაგნიტუდისა იყო, თურქეთში 9 000-ზე მეტი, ხოლო სირიაში 2530 ადამიანი ემსხვერპლა.

სხვა სტატიები