Belive

ჰატაისპორი მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატს გამოეთიშა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის გუნდი, "ჰატაისპორი" მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის სუპერლიგაში თამაშს მიმდინარე სეზონში გამოეთიშა.

ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის კლუბების გაერთიანების პრეზიდენტმა ალი კოჩმა გაავრცელა: "ჰატაისპორისგან" წერილი მივიღეთ. მათ გვითხრეს, რომ ამ სეზონში თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებენ. თუ "გაზიანთეფსაც" სურს გასვლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩემპიონატი 17 გუნდის მონაწილეობით გავაგრძელოთ, თანაც იმ პირობით, რომ შემდეგ სეზონში ორივე კლუბი სუპერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს".

მიწისძვრას, რომელსაც 15 000 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ჰატაის პროვინციაში განსაკუთრებული ზიანი მოჰყვა. შედეგად, "ჰატაისპორის" ერთ-ერთი დირექტორი დაკარგულად ითვლება, განელი ფეხბურთელის კრისტიან ატსუს მდგომარეობა კი ჯერჯერჯობით უცნობია. ასევე, კლუბის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის გარდაცვალება დადასტურდა.

რაც შეეხება 27 წლის ქართველ ფეხბურთელს, იგი საბედნიეროდ თავს კარგად გრძნობს და საქართველოში იმყოფება.

სხვა სტატიები