Belive

ხვიჩა კვარაცხელიას მაისური საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის - ხვიჩა კვარაცხელიას მაისური საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება.

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გაცილებით უფრო მეტი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის სპორტსმენებიც არიან - "ჰატაისპორის" ლეგიონერი კრისტიან ატსუ ამ დროისათვის კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი.

ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა, ელიფ ელმასმა და სხვებმა, მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად, საკუთარი მაისურები საქველმოქმედო ფონდს შესწირეს. "ნაპოლის" ვარსკვლავების მაისურები საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდება, შემოსული თანხა კი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება.


Untitled-2

სხვა სტატიები