Belive

თემურ ქეცბაია: ,,ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, საქართველოსთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,საინტერესო მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ვერ მოვითხოვდი, რადგან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, რომელთა შეცვლაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის რთულია.

თამაშის შედეგზე შეცვლებმა იმოქმედა. მატჩის ბედი სწორედ ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს.

საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და დასანანია, რომ საქართველოს ნაკრებს უფრო მეტი ადამიანი გულშემატკივრობდა, ვიდრე - კვიპროსს.

რაც შეეხება მომავალ მატჩს, ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ვეცდებით ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ,'' - განაცხადა ქეცბაიამ.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ მატჩში სტუმრად კვიპროსი 2:1 დაამარცხა.

ვილი სანიოლის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, 20 ივნისს, შოტლანდიასთან გამართავს.

სხვა სტატიები