საქართველოში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დასრულდა.
დღეს ეროვნული ლიგის პლეი-აუტის საპასუხო მატჩები გაიმართა. შედეგად „სამტრედია“ და „თელავი“ ეროვნულ ლიგაში აღზევდნენ, ხოლო „სიონი“ და „რუსთავი“ მეორე ლიგაში დაქვეითდნენ.
"რუსთავმა" ფოლადი არენაზე "თელავს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ხოლო "სამტრედიამ" ბოლნისის "სიონი" შინ 4:1 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამტრედიელთა ლიდერი - გუკა სამუშია საოცარ ფორმაში იმყოფება. მან დღევანდელ მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 1 გოლი გაიტანა.
ეროვნული ლიგის 2020/21 წლების სეზონი 1 მარტს აიღებს სტარტს.