Belive

დე პაული: "MLS-ის მოგება გაცილებით რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ინტერ მაიამის 31 წლის ნახევარმცველის - როდრიგო დე პაულის კომენტარს, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგასა და MLS-ზე გააკეთა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მსოფლიოს ჩემპიონმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა, რომ MLS-ის (ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი) მოგება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის, რაც შემდეგ თავისებურად ახსნა.

"ვფიქრობ, MLS-ის მოგება ჩემპიონთა ლიგაზე უფრო რთულია. ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ MLS-ის ფორმატი არის ყველაზე რთული ფორმატი, რაც კი ოდესმე მითამაშია.

ჯერ ცხრილში ზედა პოზიციებისთვის უნდა იბრძოლო, რომ საპლეიოფო ზონაში მოხვდე, შემდეგ პლეი-ოფები უნდა ითამაშო, თანაც 2 მატჩიანი და მოკლედ - ეს ჯოჯოხეთია, თუ MLS-ის მოგება გსურს, მაშინ გუნმა მთელი სეზონის განმავლობაში, თითოეული მატჩი უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატაროს, სხვანაირად შეუძლებელია..." - როდრიგო დე პაული

MLS-ის სტრუქტურა, რომელზეც დე პაული საუბრობს, საკმაოდ განსხვავდება ევროპული ლიგებისა და კონტინენტური შეჯიბრებების უმეტესობისგან - MLS-ში გუნდები თავდაპირველად 34-მატჩიან რეგულარულ სეზონს კონფერენციის მეტოქეებთან ატარებენ, სადაც თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოო ტიტული მრავალრაუნდიანი პლეი-ოფის სისტემის მეშვეობით მოიპოვება.

შეგახსენებთ, რომ როდგირო დე პაული ინტერ მაიამიში გასულ სეზონში გადავიდა, სადაც გუნდთან ერთად სადებიუტო სეზონშივე შეძლო MLS-ის მოგება.

აქვე შეგახსენებთ, რომ როდრიგო დე პაული წლების განმავლობაში რასინგში, ვალენსიაში, უდინეზესა და ატლეტიკოში თამაშობდა, არგენტინის ნაკრებში კი მას 78 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამასთანავე მან კოპა ამერიკა მოიგო.

სხვა სტატიები