Belive

theguardian-მა ლუკა პარკაძე მსოფლიოს 60 საუკეთესო ნიჭიერ ახალგაზრდას შორის შეიყვანა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"დინამო თბილისის" აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, ლუკა პარკაძე, რომელიც ახალი წლიდან კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს, theguardian-მა მსოფლიოს 60 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.

ამ სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც 2005 წლის შემდეგ დაიბადნენ. 

"ძნელი სათქმელია, გერმანიის 17-წლამდელთა წინააღმდეგ საყოველთაოდ სოლიდური თამაში იყო გადამწყვეტი თუ ჩეხეთის 17-წლამდელთა წინააღმდეგ გამარჯვების გოლი, რომელიც მან 16 წლის ასაკში გაიტანა, მაგრამ ფაქტია, მან მეტი ყურადღება მიიპყრო და პარკაძე შენიშნეს. იგი მრავალმხრივია და ბევრი გამორჩეული უნარი აქვს - თანაბრად კარგი თამაში 8 ან 10 ნომრის პოზიციაზე ან ფლანგიდან შეტევა. როდესაც უყურებთ მას მოქმედებაში, თქვენ ხედავთ, რომ ის დრიბლინგს ატარებს, ათრევს ბურთს წინ და ართმევს მცველებს მარტივად და ხალისიანად. ასევე გამოსარჩევია როგორც საკვანძო პასის, ისე ორივე ფეხით დარტყმის უნარი.

მისი დებიუტი საქართველოს უმაღლეს დივიზიონში 17 წლის ასაკში შედგა. "ბაიერნის
 კამპუსის დირექტორმა, იოჰაენ ზაუერმა თქვა: "ჩვენი სკაუტები მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადევნებდნენ თვალს და ლუკამ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, როცა დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ მასთან კონტრაქტს და ახალი სეზონიდან ჩვენი გზები გადაიკვეთება", -
წერს theguardian-ი ლუკა პარკაძის შესახებ.

ლუკა პარკაძე 2022 წლის განმავლობაში "დინამო 2-ის" შემადგენლობაში გამოდიოდა, ხოლო ეროვნულ ლიგაში მისი დებიუტი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შემადგენლობაში 22-ე ტურის შეხვედრაში, გორის "დილას" წინააღმდეგ შედგა.

სხვა სტატიები