Belive

სოლომონ კვერკველია კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, სოლომონ კვერკველია ,,დინამო თბილისში'' ითამაშებს.

32 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კვერკველიამ გასული სეზონი საუდის არაბეთში, ,,ალ ახდუდის'' შემადგენლობაში გაატარა. ქართველმა მცველმა პრო ლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ლიგის 23 ტურის შემდეგ, ,,დინამო თბილისს'' 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები