ასტანას მწვრთნელი: ,,ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, შანსები 50-50-ზეა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ასტანას'' მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა, ,,დინამო თბილისთან'' გამართული შეხვედრა შეაფასა:
,,ძალიან ცხელოდა. პირველი 15 წუთი კარგი გამოვიდა - გოლი გავიტანეთ. მე-15 წუთზე იძულებითი ცვლილება მოგვიწია.
პირველი ნახევარი უკეთ ჩავატარეთ, მომენტები შევქმენით. მეორე ტაიმში კი გარკვეულ ეპიზოდებში შეცდომები დავუშვით, რასაც გაშვებული გოლი მოჰყვა. ორმატჩიან დაპირისპირებაში სიფრთხილეა საჭირო, ნებისმიერ გოლს შეუძლია, თამაშიდან გამოგთიშოს. მომენტები გვქონდა, მაგრამ გამოყენება ვერ შევძელით.
ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, შანსები 50-50-ზეა,'' - თქვა ბაბაიანმა.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ,,ასტანასა” და ,,დინამოს” შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს, 19 ივლისს, თბილისში გაიმართება.