ანდონი ირაოლა: "ფეხბურთელებს 90 წუთის სათამაშოდ საკმარისი ენერგია არ აქვთ"
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა, რომ მის გუნდს, ამ ეტაპზე, ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებით, პრობლემები აქვს და 90 წუთის განმავლობაში, საჭირო სათამაშო ინტენსივობას ვერ ინარჩუნებს. ესპანელმა სპეციალისტმა, ეს განცხადება, მონაკოს წინააღმდეგ ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ გააკეთა, სადაც "მერსისაიდელებმა" 2:3 წააგეს.
ლიდსთან თამაშის მსგავსად, ლივერპულელები, აქაც ორბურთიანი სხვაობით, 2:0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ეს უპირატესობა ვერც ამჯერად შეინარჩუნეს. მერსისაიდელთაგან, გოლები ალექსანდრ ისაკმა და ფლორიან ვირცმა გაიტანეს. მონაკოელთაგან კი თავი ალექსანდრ გოლოვინმა, მიკა ბიერეტმა და პარის ბრუნერმა გამოიჩინეს. ირაოლამ, მედიასთან საუბრისას, აღნიშნა, რომ გუნდი, ამ ეტაპზე, იმ ინტენსივობას, რომელსაც ესპანელი სპეციალისტი თავად მოთამაშეებისგან ითხოვს, ვერ ინარჩუნებს.
ვფიქრობ, პირველ ტაიმში, განსაკუთრებით კი პირველ 30 წუთში, ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში კი, მეტოქე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და თამაშის ხარისხითაც აღგვემატებოდა.
პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე, ფეხბურთელებს, 90 წუთის სათამაშოდ, საკმარისი ენერგია არ აქვთ და მალე იღლებიან. ჩვენ ამ საკითხს ყურადღება უნდა მივაქციოთ და მის გამოსწორებაზე ბევრი ვიმუშაოთ. - ანდონი ირაოლა
✍️ Andoni Iraola says his players can’t run for 30 minutes yet and that it will take time to build their fitness levels.
— Anfield Lounge (@AnfieldLounge) August 10, 2026
It clearly shows how Arne Slot’s training methods may have affected the players’ fitness. Iraola will need enough time to get this team back to the level of… pic.twitter.com/zvWgxmqurC
ლივერპულს, წინა სასეზონო პერიოდში, ტრამვების გამო, არაერთი პრობლემა შეექმნა, განსაკუთრებით კი, დაცვის ხაზში. გუნდს, ამ ეტაპზე, ჯო გომესი და ახლად შეძენილი ჟერემი ჟაკე აკლია. ამ ყველაფრის პარალელურად კი, ESPN-ის ინფორმაციით, ბარსელონას ფეხბურთელი, რონალდ არაუხო, იჯარით ლივერპულში გადასვლასთან ახლოსაა, რაც კლუბისთვის, მნიშვნელოვანი დანამატი იქნება დაცვის გასაძლიერებლად.
ლივერპული, სეზონის დაწყებამდე, ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში კომოს დაუპირისპირდება. შემდეგ კი, პრემიერ ლიგის ახალ სეზონს, 23 აგვისტოს, ნიუკასლის წინააღმდეგ დაიწყებს.