ტენ ჰაგმა იუნაიტედის ხელმძღვანელობის მიერ დაბლოკილ ტრანსფერებზე ისაუბრა
ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ ის ხუთი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა დამატებაც გუნდში მოსვლისთანავე სურდა. The Athletic-თან ინტერვიუში ნიდერლანდელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან ცენტრალური მცველის, ნახევარმცველისა და თავდამსხმელის აუცილებლობაზე თავიდანვე ილაპარაკა.
ნახევარდაცვაში მისი მთავარი ფავორიტი ფრენკი დე იონგი იყო, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ტრანსფერი არ შედგა. ტენ ჰაგის თქმით, ის ფინანსურ დეტალებში არ ერეოდა, მაგრამ პირადადაც ცდილობდა ფეხბურთელის გადაბირებას, რადგან თვლიდა, რომ დე იონგი გუნდის მომავლისთვის საკვანძო ფიგურა გახდებოდა.
🚨Ten Hag on De Jong:
— (fan) Zaid ✍🏼🇾🇪 (@ZaidBalll) October 20, 2026
“Of course, I did my best; I set up meetings with him, where it was Richard and John involved as well, to pursue him to come over. He could have been very important building the team, not only that year but for the future. But we didn’t make it.”… pic.twitter.com/yGDlDXWKMY
დე იონგის ვარიანტის ჩავარდნის შემდეგ, ნიდერლანდელმა „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველის, დეკლან რაისის დამატება მოითხოვა. როგორც თავად ამბობს, ლონდონელები ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებდნენ, თუმცა თვლის, რომ იუნაიტედს მისი წამოყვანისთვის უფრო მეტი ძალისხმევა შეეძლო.
რაც შეეხება შეტევას, მთავარი სამიზნე ჰარი კეინი იყო. ტენ ჰაგის მტკიცებით, ამ ტრანსფერს ის ბოლომდე იბრძოდა და სმენოდა კიდეც, რომ ფეხბურთელი დადებითად იყო განწყობილი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ და მფლობელებმა მიიღეს.
გარდა ამისა, სიაში კიდევ ორი სახელი იყო: დანი უელბეკი, რომელთანაც მაშინდელი ტექნიკური დირექტორი, დარენ ფლეტჩერი ამყარებდა კონტაქტს და ბრაიან ბრობი, რომლის წამოყვანაც ტენ ჰაგს 2022 წლის ზაფხულში, რონალდოს დასახმარებლად სურდა, თუმცა კლუბი მოლაპარაკებებში დაგვიანდა.