Belive

The Independent - ორი გუნდი, რომელიც ოსიმენის ყიდვის მთავარი პრეტენდენტია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერისთვის ,,პარი სენ ჟერმენი'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' იბრძვიან. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, ნიგერიელის ყიდვის მთავარი პრეტენდენტები სწორედ ეს გუნდები არიან.

,,წითელ ეშმაკებს'' ისეთი შემტევის დამატება სურთ, რომელიც მათ გრძელვადიან გეგმებშიც ჯდება და თვისებებით გუნდის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს. ,,პსჟ-სთვის'' კი ოსიმენი კილიან მბაპეს შემცვლელად განიხილება.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები