Belive

დონარუმა: "ამ კრიტიკას ასე ვუპასუხე - ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ღამეა"

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.


მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან, საინტერესო კომენტარი გააკეთა მატჩის მთავარმა გმირმა - ჯანლუიჯი დონარუმამ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგი ჟურნალისტები მას ძალიან აკრიტიკებდნენ.

"როგორც გასახდელში გავიგე, პირველი ტაიმის შემდეგ ფრანგი ჟურნალისტები ძალიან მაკრიტიკებდნენ და რეალურად ვერ ვიპოვე მიზეზი, რა გავაკეთე იმისათვის, რომ ეს კრიტიკა პირველი ტაიმის შემდეგ მიმეღო.

არაუშავს, გამოვედი და ამ კრიტიკას ასე ვუპასუხე - ჩვენ 1/4-ფინალში ვართ და ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გავაგდეთ. ძალიან ბედნიერი ღამეა, ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო საღამოა..." - ჯანლუიჯი დონარუმა

ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' დაპირისპირებაში გაირკვევა. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ბირმინგემელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები