Belive

UEFA-მ კარვახალი მკაცრად დასაჯა | ვეტერანი მცველი 2 მატჩს გამოტოვებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, 'სამეფო კლუბმა' საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მარსელის წინააღმდეგ, მინიმალური სხვაობით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის 72-ე წუთზე მოედნიდან დანი კარვახალი გააძევეს, რომელმაც მარსელის მეკარეზე - ხერონიმო რულიზე, არასპორტულად იმოქმედა, კერძოდ კი მას თავი ჩაარტყა, რის გამოც იგი UEFA-მ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამ დისკვალიფიკაცის კი მისი ტრავმა ემატება. რეალ მადრიდმა დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანმა, დანი კარვახალმა, ატლეტიკო მადრიდთან მარცხის დროს (5:2), მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო. 32 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, დაახლოებით ოთხი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს და ლაზარეთში ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს შეუერთდება. ალექსანდრ-არნოლდი, რომელიც ბარძაყის კუნთის ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებას ცდილობს, ნოემბრის ბოლომდე ვერ დაბრუნდება, რის გამოც რეალს მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოთამაშე აღარ ჰყავს.

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, მადრიდის რეალი ქაირათს ესტუმრება. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები