Belive

მარსელი პოგბას ტრანსფერზე მუშაობს - მოლაპარაკებები მალე დასრულდება

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლ პოგბას სასჯელი 18 თვემდე შეუმცირეს და ფეხბურთში 2025 წლის მარტში დაბრუნდება. ის ამჟამად "იუვენტუსის" საკუთრებაა და მომავალთან დაკავშირებით, კლუბთან მოლაპარაკებებს, მალე დაიწყებს. პოგბამ 2022 წლის მუნდიალი ტრავმის გამო გამოტოვა, შემდეგ კი იყო დოპინგთან დაკავშირებული სკანდალი, საინტერესოა თუ როგორ დაბრუნდება ფრანგი ნახევარმცველი ფეხბურთში.

მას შემდეგ, რაც პოგბას დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდა, ტრანსფერში აქტიურად ჩაერთო "მარსელი". როგორც ირკვევა, მარსელელები პოგბას ტრანსფერის შესახებ მის აგენთან და "იუვენტუსთან" უკვე 2-3 კვირაა საუბრობენ.

ფრანგი ფეხბურთელის ბედი ძალიან მალე გადაწყდება და გვეცოდინება, ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ იგი "იუვენტუსში" ითამაშებს თუ რომელიმე სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს.

პოლ პოგბას ამჟამად "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც 15 მარტს 32 წლის გახდება, უფლება აქვს ფეხბურთს 2025 წლის 11 მარტიდან დაუბრუნდეს.

პოგბამ ტესტოსტერონზე დოპინგ-ტესტი 2023 წლის აგვისტოში ჩააგდო - იუვენტუსსა და "უდინეზეს" შორის მატჩის შემდეგ, იმავე წლის სექტემბერში მას თამაში დროებით აუკრძალეს, თებერვალში კი ეროვნულმა ანტიდოპინგურმა ტრიბუნალმა ნახევარმცველს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

სხვა სტატიები