Belive

The Georgian Best - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მეტსახელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ნეაპოლური გამოცემა, areanapoli.it-ის გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ახალი მეტსახელი აქვს.

ცნობილი ხდება, რომ Amazon Prime Video-ის რედაქციამ 22 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის ახალი მეტსახელი მოიფიქრა და ის შემდეგნაირად ჟღერს: "The Georgian Best". სახელი, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც "ქართველი საუკეთესო", საფუძველს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან იღებს, რომლებშიც ხვიჩა კვარაცხელიას ლეგენდარულ ფეხბურთელს, ჯორჯ ბესტს ადარებენ.

აქვე, areanapoli.it-ი ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის და მწვრთნელის, ჯანფრანკო ძოლას კომენტარსაც იშველიებს: "კვარას რაღაც აქვს ჯორჯ ბესტისეული, როგორიცაა, მიმართულების უეცარი შეცვლა. ის ნამდვილად ძლიერი და საინტერესო მოთამაშეა. რაც შეეხება "ნაპოლის" 10-ნომრიან მაისურს, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო და ეს დიეგო მარადონა იყო. სამწუხაროა, რომ ის აქ ჩვენთან აღარ არის, ყველას ძალიან გვენატრება. ალბათ იტყოდა, რომ მაისურს მივცემო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი", - თქვა "ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა.

ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები