The Athletic-მა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
The Athletic-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის მთავარი ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი - პარი სენ ჟერმენია, გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი კი აზერბაიჯანულ საბაჰს აქვს.
,,ზედიზედ სამი ტიტული?
ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის მოგება მხოლოდ სამმა კლუბმა შეძლო: რეალმა, ბაიერნმა და აიაქსმა. არ არსებობს იმის რაიმე რეალური საფუძველი, რომ პსჟ-ს შესაძლებლობებში ეჭვი შევიტანოთ. მათ ზაფხულში შემტევი ხაზი განაახლეს - ფერან ტორესი, მაგნეს აკლიუში და მიკა გოდტსი ზურგს უმაგრებენ ისედაც საკმაოდ მრისხანე შემტევ სამეულს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე და უსმან დემბელე შედიან.
თუ შიდა ასპარეზზე რამე წარმოუდგენელი არ მოხდა, ლუის ენრიკე კვლავ შეძლებს ლიგა 1-ში თავისი საკვანძო მოთამაშეების დასვენებას, რათა მათ ევროპის დიდი მატჩებისთვის საკმარისი ძალა შეინარჩუნონ.'' - წერს გამოცემა
პსჟ-ს გარდა, Top ხუთეულში არსენალი, ბაიერნი, ბარსელონა და რეალი მოხვდნენ.
ჩემპიონთა ლიგის 10 მთავარი ფავორიტი Athletic-ის ვერსიით:
პსჟ
არსენალი
ბაიერნი
ბარსელონა
რეალი
მან. სიტი
ინტერი
ლივერპული
ატლეტიკო
მანჩესტერ იუნაიტედი
ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონი მომავალ სამშაბათს, 8 სექტემბერს დაიწყება. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პირველი ტურის შეხვედრას ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, სლოვანის წინააღმდეგ გამართავს.