Belive

ლუის ენრიკე ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე: "მას ეს სურდა"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის ენრიკემ ბრედლი ბარკოლას ლივერპულში ტრანსფერზე ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელი, პარიზულ გრანდში პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მაგრამ გუნდში რეგულარული სასტარტო შემადგენლობის წევრი მაინც ვერ გახდა. ენრიკეს თქმით, საბოლოოდ, სწორედ ეს გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის ლივერპულში გადასვლის მიზეზიც. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ბარკოლას, ლივერპულში წარმატებას უსურვებს.

ბარკოლა პარიზში ძალიან გაიზარდა და გუნდის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა. მას იმაზე მეტი სათამაშო დრო სურდა, ვიდრე ჰქონდა. საბოლოოდ კი, ვფიქრობ, რომ ამ ტრანსფერით, ყველამ მოიგო. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. - აღნიშნა ენრიკემ

ბარკოლა პსჟ-ში გუნდის ცენტრალური ფიგურა არასდროს ყოფილა, მაგრამ ლივერპულში ამის შანსი ნამდვილად აქვს. საინტერესოა, როგორ მოერგება ფრანგი პრემიერ ლიგის ფეხბურთს, სადაც თავისი სადებიუტო მატჩის მოლოდინშია. 23 წლის ფეხბურთელს თავისი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს და ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით, ფრანგმა თავმდამსხმელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები