ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი The Athletic ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ეხმაურება და "ნაპოლის" ახალწვეულის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
გავლენიანი გამოცემა ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი შემტევით მოხიბლულია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
"ნეაპოლში მას უკვე შეარქვეს კვარადონა, რისი წარმოთქმაც მის რეალურ სახელსა და გვართან შედარებით, გაცილებით იოლია. მას "ზიზის" დავუძახებ - აღნიშნა "ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა.
კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, კვარაცხელია გახდა მე-3 ქართველი, რომელიც იტალიის სერია ა-ში იასპარეზებს. იმ შემთხვევაში თუ იმ დიდების ნახევარს მაინც მიაღწევს, რომელსაც კალაძე დაეუფლა - კვარაცხელიას ტრანსფერი ნამდვილად წარმატებულად ჩაითვლება. 21 წლის ქართველმა, მარცხენა ვინგერის პოზიციაზე "ნაპოლის" კაპიტანი ლორენცო ინსინიე ჩაანაცვლა. კვარაცხელიას ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. "რუბინში" ასპარეზობის დროს, ის 90 წუთში საშუალოდ 6.9 დრიბლინგს ასრულებდა, რაც რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მისი კონტრაქტი შეწყდა. FIFA-ს წესდების თანახმად, კვარაცხელიას, "რუბინის" დატოვების შესაძლებლობა მიეცა. ის სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმს - შავი ზღვის ლას ვეგასს მიაშურა. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, კვარაცხელიამ შესრულებული დრიბლინგების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა - შემტევი 90 წუთში, საშუალოდ 10 დრიბლინგს ასრულებდა".
"ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, რომელმაც ბულგარეთს 5, გიბრალტარს 4 და ჩრდილოეთ მაკედონიას 3 გოლი გაუტანა, კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისი ზიგზაგისებური გარბენები და შორეული მცდელობები გასაოცარი საყურებელი გახლდათ. შესაძლოა კვარაცხელია ყველაფერს ისე ელეგანტურად არ აკეთებს, როგორც ინსინიე, მაგრამ შორეულ ძელთან მისი ჩაწოდებები გასაოცარია - სწორედ ეს გახლდათ "ნაპოლის" საფირმო ნიშანი უკანასკნელ ათწლეულში. ამ კომპონენტში კვარაცხელია და ინსინიე ერთმანეთს გვანან. "Fantalcalcio"-ს აუქციონზე კვარაცხელიაზე ფსონს აუცილებლად განვათავსებდი. კვარაცხელია ქართველი სეინტ-მაქსიმინია".