"ტეო ერნანდესს უფრო ხშირად ველაპარაკები, ვიდრე ჩემს ოჯახს, ან შეყვარებულს" - ბრაჰიმ დიასი
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ბრაჰიმ დიასმა 1/8-ფინალში "ლაიფციგის" წინააღმდეგ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა, ასევე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და ყოფილი კლუბიც არ გამორჩენია.
მინდა მადლობა გადავუხადო "მილანს", რადგან იქ ბედნიერი ვიყავი, როგორც დღეს აქ ვარ. ეს გადამწყვეტი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში, რადგან სამი საოცარი წელი გავატარე და კლუბში ყველა მიყვარს. მე ყოველთვის ვუყურებ მათ თამაშებს და ეს მუდამ ასე იქნება.
მე დღესაც ხშირი კონტაქტი მაქვს "მილანთან", განსაკუთრებით, ტეო ერნანდესთან, რადგან მას უფრო ხშირად ველაპარაკები, ვიდრე ჩემს ოჯახს, ან შეყვარებულს.
ახლა "რეალში" ძალიან ბედნიერი ვარ, მსურს ამ კლუბში დარჩენა და მაქსიმუმის გაკეთება. - ბრაჰიმ დიასი