მილანი დაცვის გაძლიერებას გეგმავს - ვან დაიკი და ინასიო იტალიელთა სიაში
„მილანი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვირჯილ ვან დაიკის დამატებას ფიქრობს. Sportitalia-ს ინფორმაციით, „როსონერი“ დაცვის ხაზში ცვლილებებისთვის ემზადება და ნიდერლანდელი მცველი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიაჩნია.
ვან დაიკი „ლივერპულში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა, როცა კლუბმა „საუთჰემპტონს“ 75 მილიონი ფუნტი გადაუხადა. მას შემდეგ მან „წითლების“ მაისურით ყველა ტურნირზე 386 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ის უკვე 36 წლის იქნება, „მილანის“ ხელმძღვანელობაში, ამ ტრანსფერის პერსპექტივას დადებითად აფასებენ.
🚨💣 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄: Virgil van Dijk is AC Milan’s DREAM signing! ✨
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 20, 2026
AC Milan wants to make him their HIGHEST-PAID player, give him the captain’s armband and build their defense around him.
They see Van Dijk as the leader of a new era at San Siro. The idea is for him to set… pic.twitter.com/IhdweLEU4c
35 წლის მცველს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისს ეწურება და მხარეები ახალ შეთანხმებაზე მსჯელობენ. თავად ვან დაიკს მერსისაიდში დარჩენა სურს და წასვლას არ ჩქარობს. ნაკრების შეკრებაზე მან თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს, არ ნერვიულობს და ჩვეულ საქმეს აგრძელებს.
მთავარი უთანხმოება კონტრაქტის ვადისა და ხელფასის გამოა. „ლივერპული“ ჰოლანდიელს ხელშეკრულებას 2028 წლამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობით სთავაზობს, თანაც საგრძნობლად შემცირებული ანაზღაურებით. ვან დაიკი, რომელიც ახლა წელიწადში დაახლოებით 21 მილიონ ფუნტს იღებს, 2029 წლამდე კონტრაქტს ითხოვს და ხელფასის დიდი კლებისთვის მზად არ არის.
ვან დაიკის გარდა, „მილანი“ იანვარში „სპორტინგის“ მცველის, გონსალო ინასიოს დამატებასაც ეცდება, რომლის საწყისი ფასიც 40 მილიონი ევროა. „სპორტინგი“ მის გაყიდვაზე უარს არ ამბობს, თანაც ინასიოს და ამორიმს საერთო აგენტები ჰყავთ, რომლებსაც „მილანთან“ კარგი ურთიერთობა აქვთ. ასე რომ, დაცვის გასაძლიერებლად „როსონერი“ წინასწარვე რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს.