ტეო ერნანდესი: "იბრაჰიმოვიჩმა ზედმეტი წონის გამო მისაყვედურა"
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ზლატანმა თავდაჯერებულობა შეგვმატა, ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევს. ხანდახან გვსაყვედურობს კიდეც, თუმცა ამას ყოველთვის ჩვენი მოტივირების მიზნით აკეთებს". "როდესაც შვებულებიდან დავბრუნდი, იბრას ჩემი მომატებული წონა არ გამოჰპარვია და ამის გამო მისაყვედურა კიდეც. მან მკითხა, თუ ამ 90 კილოგრამით რანაირად ვაპირებდი თამაშს". "თუმცა მან ისიც მითხრა, რომ მე ძლიერი მოთამაშე ვარ და თუ ბევრს ვივარჯიშებ, შემიძლია საუკეთესო გავხდე". "ვარჯიშის დროს ყველა მას მივყვებით და ვუჯერებთ, ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკეთესები გავხდეთ. საოცარი წელი გვაქვს, რაც ყველას დამსახურებაა".სერია ა-ს მიმდინარე სეზონში "მილანმა" 26 ჩატარებულ შეხვედრაში 56 ქულის მოგროვება შეძლო. პიოლის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ კონტეს "ინტერს" 6 ქულით ჩამორჩება. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია ა-ს ეგიდით გამართულ 14 შეხვედრაში 14 გოლის გატანა შეძლო.