Belive

პიოლი: ,,ევროპა ლიგაზე მილანის ჩემპიონობის შანსი 5%-ია''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,რენთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა და თავისი გუნდის საჩემპიონო შანსები შეაფასა:

,,გვინდოდა, რომ საპასუხო მატჩის წინ, უპირატესობა მოგვეპოვებინა და შედეგს მივაღწიეთ, თუმცა, ვიცით, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა.

შევძლებთ თუ არა ფინალში გასვლას? ჩვენ მილანი ვართ და ამბიციები გვაქვს! ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ფავორიტებს შორის მეექვსეა და ჩემპიონობის შანსი 5%-ია, წინ დიდი გზაა.

ახლა მხოლოდ საპასუხო შეხვედრაზე ვფიქრობთ, შემდეგ კი ვეცდებით, ყველა ეტაპი გავიაროთ.'' - სტეფანო პიოლი

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,მილანმა'' ,,რენს'' უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 22 თებერვალს. საფრანგეთში გაიმართება.

სხვა სტატიები