Belive

განელი შამანი: "მანჩესტერ იუნაიტედი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდება"

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ექსცენტრიულმა ფიგურამ, განელმა სულიერმა ლიდერმა და თვითაღიარებულმა შამანმა - ნანა კვაკუ ბონსამმა, ინგლისური პრემიერ ლიგის გარშემო მორიგი 'სენსაციური' განცხადება გაავეთა.

მისი მტკიცებით, მიმდინარე სეზონის ბოლოს საზოგადოება ისტორიულ ფაქტს იხილავს - მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგიდან გავარდება. შამანი ამტკიცებს, რომ ეს მომავალი უკვე ნათლად იხილა და კლუბი სეზონის ფინალურ ტურამდე იცხოვროს იმ ილუზიით, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს, თუმცა რეალობა მძიმე აღმოჩნდება და ყველაფერი გვიანი იქნება.

ბონსამის პროგნოზით, „წითელი ეშმაკების“ ვარდნა კლუბში მასშტაბურ და დრამატულ საკადრო ცვლილებებს გამოიწვევს. მისი თქმით, გლეიზერების ოჯახი კლუბს გავარდნისთანავე გაყიდის, თუმცა ახალი მფლობელები მაიკლ კერიკს პოსტიდან არ გაათავისუფლებენ და პირადად მას სთხოვენ გუნდის ელიტაში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო მწვრთნელი პოსტზე დარჩება, გუნდის ლიდერები ასეთ პერსპექტივას არ შეეგუებიან - ბრუნო ფერნანდეში ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერაზე კატეგორიულ უარს იტყვის, ხოლო მას შემდეგ, რაც კლუბი მის გაყიდვაზე უარს განაცხადებს, საქმეში ტრანსფერის მოთხოვნას და კლუბიდან ძალისმიერი მეთოდებით წასვლას შეიტანს. შამანის მტკიცებით, იუნაიტედს უდიდესი კრიზისის ფონზე მარკუს რაშფორდი და ლისანდრო მარტინესიც დატოვებენ.

ფართო საზოგადოებამ და ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნანა კვაკუ ბონსამი განსაკუთრებით 2026 წლის მუნდიალის წინ გაიცნეს, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინი მუხლის მძიმე ტრავმის გამო განასთან მატჩს გამოტოვებდა, რადგან მას „განსაკუთრებული ჯადო“ დაადო.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი განცხადებები სკანდალური და იუმორისტული ხასიათისაა, განელი შამანი პერიოდულად ახერხებს მსოფლიო მედიის ყურადღების მიქცევას და მისი მორიგი „წინასწარმეტყველება“ მანჩესტერული გრანდის კრიზისის ფონზე სოციალურ ქსელებში უკვე აქტიური განხილვის თემად იქცა.

სხვა სტატიები