ტენ ჰაგი: "ონანას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კოპენჰაგენი" მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი შესაძლოა ფრედ დასრულებულიყო, თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში 97-ე წუთზე დანიშნული პენალტი, ანდრე ონანამ მოიგერია და პრემიერ ლიგის გრანდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
მატჩის დასრულების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა - ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდის მეკარე შეაქო და აღნიშნა, რომ ონანას საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია.
ანდრე ონანამ ხასიათი გვაჩვენა. მან იცის, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია. მას უკეთ თამაში შეუძლია და ეს ნათლად გვანახა. გასულ შაბათს და დღეს ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა - არ დაგავიწყდეთ მისი დიდებული სეივი. ის პენალტების კარგი მომგერიებელია. - ერიკ ტენ ჰაგი.