Belive

მანჩესტერ იუნაიტედში ერიკ ტენ ჰაგის პოტენციური შემცვლელები დასახელდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" 2023/24 წლების სეზონი ისე ნამდვილად არ დაიწყო, როგორც გუნდში ისურვებდნენ.

წარუმატებელი შედეგების ფონზე, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა დაკავებული თანმდებობა დატოვოს.

მედიაში აქიურად განიხილება ის კანდიდატები, რომლებმაც შესაძლოა ნიდერლანდელი სპეციალისტი ჩაანაცვლონ. როგორც ირკვევა, კანდიდატებს შორის ყველაზე აქტუალურად ფრანგი ლეგენდა, ზინედინ ზიდანი და ლისაბონის "სპორტინგის" მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი სახელდებიან.

ამავე დროს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გუნდის ფეხბურთელების ნაწილი მწვრთნელის გადაწყვეტილებებს ეჭვის თვალით უყურებს. კონკრეტულად, მათ არ მოსწონთ ინტენსიური ვარჯიშები, რაც ტრავმების გახშირებას იწვევს.

სხვა სტატიები