როი კინი: ,,რაშფორდის საქციელი იდიოტურია''
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ნახევარმცველმა, როი კინმა, ,,წითელი ეშმაკების შემტევზე, მარკუს რაშფორდზე ისაუბრა:
,,რაშფორდი ახალგაზრდაა, ადგილობრივია და მასზე დიდი ზეწოლაა, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთი დიდად არ უყვარს... ის, რაც მოედანსა და მის გარეთ ხდება, ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ფეხბურთი, თითქოს, მისთვის ზედმეტი ტვირთია და ეს ასე არ უნდა იყოს.
იქ ყველა მოთამაშეზე დიდი ზეწოლაა, მაგრამ მარკუსი მანჩესტერისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მანქანები, საათები, ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ფეხბურთი მთავარია! ამ დონის ფეხბურთელებმა საკუთარი თავი უნდა აკონტროლონ.
რაშფორდმა ბოლო პერიოდში რამდენიმე შეცდომა დაუშვა. 26 წლისაა და მსგავსი რამ ჩვენც დაგვმართნია. არ ვფიქრობ, რომ თამაშის მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ მისი საქციელი იდიოტურია. დღეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც მობილურები აქვთ, ისინი მზად არიან, დარეკონ და ფეხბურთელებს პრობლემები შეუქმნან. მარკუსი კი მათ ამის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.'' - როი კინი
რამდენიმე დღის წინ, რაშფორდმა ღამე კლუბში გაატარა, რის გამოც ვარჯიში გამოტოვა. ,,იუნაიტედმა'' ფეხბურთელი 650 ათასი ფუნტით დააჯარიმა.
მიმდინარე სეზონში ინგლისელის ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.