Belive

თემურ ქეცბაია: "არაფერია იმაზე ღირებული, როცა საკუთარი გულშემატკივრისგან სითბოს და ყურადღებას იღებ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, რადგან პირველად ისტორიაში ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თურქეთთან გამართული შეხვედრა საქართველოს მარცხით დასრულდა, თუმცა, თამაშმა ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა. გულშემატკივართან ერთად არაერთი გამოცემა წერდა, რომ საქართველოს ნაკრებმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და დებიუტი ნამდვილად ღირსეული იყო.

ბუნებრივია, რომ ასეთ მატჩს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებიც დაესწრებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი თემურ ქეცბაია იყო, რომლის შეხვედრაზე ყოფნაც ქართველმა გულშემატკივარმა დააფასა.

ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ჩემთვის, როცა თურქეთთან მატჩის წინ, ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს. არაფერია იმაზე ღირებული, როცა საკუთარი გულშემატკივრისგან იღებ სითბოს და ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულებული გაქვს. - წერს თემურ ქეცბაია საკუთარ სეოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ საქართველო შემდეგ მატჩს 22 ივნისს გამართავს. ამჯერად, მოწინააღმდეგე ჩეხეთის ნაკრებია, რომელთანაც გამარჯვება ჩვენს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება. შეხვედრა ჰამბურგში თბილისის დროით 17:00 საათზე არის ჩანიშული.

სხვა სტატიები