ოფიციალურად | მესი მსოფლიო ჩემპიონატს პირველივე მატჩიდან ითამაშებს
ინტერ მაიამის არგენტინელმა ლეგენდამ - ლეო მესიმ, ფილადელფიასთან დაზიანება მიიღო და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალეს. როგორც მატჩის დასრულების შემდეგ MLS-ის გუნდისგან გაირკვა დაზიანება არც თუ ისე სერიოზულია.
ინტერ მაიამიმ ლიონელ მესის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, ამერიკულმა კლუბმა განმარტა, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტების შემდეგ, საწყისი დიაგნოზი მარცხენა ბარძაყის კუნთების დაღლილობასთან დაკავშირებული გადატვირთვაა და არ იცოდნენ, შეძლებდა თუ არა მესი მუნდიალის პირველივე ტურში თამაშს და გამოჯანმრთელების კონკრეტული დრო არ გამოცხადებულა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეგენდა თამაშს პირველივე მატჩიდან შეძლებს და ტრავმა სრულად მოშუშებული აქვს.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Lionel Messi will PLAY in the opening game of the World Cup! ✅
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) June 1, 2026
— @gastonedul pic.twitter.com/iERcxZFjt5
არგენტინის მწვრთნელმა - ლიონელ სკალონიმ, სამუნდიალო შემადგენლობა უკვე დაასახელა, შესაბამისად დადასტურებულია, რომ მესი ბოლო მუნდიალზე არგენტინას ისევ უკაპიტნებს.
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ გამართავენ.