Belive

ტელმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 წლის მატის ტელმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ტელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2029 წლის ივლისამდე დაიცავს. რომანო ასევე აღნიშნავს, რომ "ბაიერნი" ოფიციალურ მოხსენებას უახლოეს მომავალში გაავრცელებს,

შეგახსენებთ, მატის ტელი "ბაიერნს" 2022 წელს, €28.5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა და მალევე კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც გერმანიის თასსა და ბუნდესლიგაში შეძლო გოლის გატანა. "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 41 მატჩში, ტელს 9 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები