Telegraph - რა მოხდება თუ ლურჯ ბარათს მეკარე მიიღებს?
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მსაჯი ლურჯ ბარათს მეკარეს მისცემს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ასეთ დროს გუნდს არჩევა მოუწევს: კარში 10 წუთით მინდვრის მოთამაშე ჩადგება ან მეკარე საბოლოოდ შეიცვლება.
თუ გუნდს უკვე ყველა ცვლილება ექნება გამოყენებული, მაშინ კარში მინდვრის მოთამაშე ჩადგება (ისევე, როგორც მეკარის გაძევების დროს).
რამდენიმე დღის წინ, Telegraph-მა დაწერა, რომ ფეხბურთში ლურჯი ბარათის გამოყენება იგეგმება, რომელსაც მსაჯი ფეხბურთელს ცინიკური დამოკიდებულების ან შეკამათების შემთხვევაში უჩვენებს და მოედნიდან 10 წუთით გააძევებს.
ფიფა და უეფა ახალ წესს თავდაპირველად ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში გამოცდის.