რომელ ადგილზე არიან ქართული კლუბები უეფას განახლებულ რეიტინგში?
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფამ საკლუბო რეიტინგი განაახლა. სიაში, რომელიც ბოლო 4 სეზონში დაფიქსირებულ შედეგებს ითვალისწინებს, 427 გუნდია.
მათ შორის 123 ქულით პირველ ადგილს ,,მანჩესტერ სიტი'' იკავებს, მეორე ადგილზე 119 ქულით ,,რეალია'', მესამეზე - კი ,,ბაიერნი'' (108 ქულა). ხუთეულში, ასევე, ,,ლივერპული'' (96 ქულა) და ,,რომა'' (90 ქულა) მოხვდნენ.
რეიტინგში საქართველოდან 7 გუნდია:
193. დინამო ბათუმი - 6 ქულა
213. დინამო თბილისი - 5.5 ქულა
283. გორის დილა - 4 ქულა
347. იბერია - 2.5 ქულა
375. თბილისის ლოკომოტივი - 2 ქულა
394. ქუთაისის ტორპედო - 1.5 ქულა
416. გაგრა - 1 ქულა
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
მანჩესტერ სიტი
რეალი
ბაიერნი
ლივერპული
რომა
პსჟ
ვილიარეალი
დორტმუნდი
ჩელსი
ინტერი
ფოტო: დინამო ბათუმი