Belive

Telegraph: "ყველას ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასკენაა მიმართული..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა "The Telegraph"-ი, შოტლანდია - საქართველოს დაპირისპირების შესახებ წერს.

ამ უმნიშვნელოვანეს და უპრინციპულეს დაპირისპირებაში, ბრიტანული მედია, შოტლანდიელების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების მთავარი ვარსკვლავის - ხვიჩა კვარაცხელიას გაჩერებას ასახელებენ.

"სტუმრებს ცოცხალი შეტევა აქვთ და შარშან ერთა ლიგის ექვს მატჩში 16-ჯერ გაიტანეს, შესაბამისად მათ შეუძლიათ დიდი დარტყმა მიაყენონ შოტლანდიის დაცვას.

ყველა თვალი ქართველი გარემარბის - ხვიჩა კვარაცხელიასკენ იქნება მიმართული. "ნაპოლის" სერია A-ს გამარჯვებაში მან დიდი წვლილი შეიტანა და მან ბოლო 21 სანაკრებო მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ქართველმა კაშკაშა ვარსკვლავმა უნდა დაარტყას მინიმუმ ერთხელ მაინც შოტლანდიის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება ან გოლით დასრულდეს, ან ძალიან დიდი პრობლემა აღმოჩნდეს შოტლანდიელთათვის.

ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში საშუალოდ 4,2 დარტყმის მცდელობა ჰქონდა და ნორვეგიასთან და კვიპროსთან, A ჯგუფის პირველ ორ მატჩში 11 დარტყმა ჰქონდა".

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ჰემპდენ პარკზე”, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები